“ევროკავშირთან ჩვენს ურთერთობებს სატრანსპორტო თვალსაზრისით არაფერი ემუქრება” – გიორგი გახარია

ყველაფერს გავაკათებთ იმისთვის, რომ როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნათ საზღვრები. ერთი რამ გაითვალისწინეთ: თითოეულ ჩვენს ნაბიჯს იმ სპეკულირების ნაცვლად, რომელსაც პარლამენტიდან დაწყებული ზოგიერთი ტელევიზიის საშუალებით ავრცელებენ, რეისები რატომ გადადეთ, აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზი და ეს მიზეზი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბათუმში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარიას განმარტებით, რეგიონში სერიოზული ეპიდაფეთქებაა და მთავრობას გადაწყვეტილება თითოეულ პარტნიორთან მოლაპარაკებების საფუძველზე აქვს მიღებული.

„ევროკავშირთან ჩვენს ურთერთობებს სატრანსპორტო თვალსაზრისით არაფერი არ ემუქრება. თითოეული ნაბიჯი გაზომილი გვაქვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თითოეული ნაბიჯი გამოწვეული და განპირობებულია პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობით და იმ მიღწევით, რომელიც ჩვენ გვაქვს, როდესაც ჩვენი რეგონისგან განსხვავებით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ერთნიშნა ციფრითაა განსაზღვრული, ზოგიერთ ქვეყანაში კი ასობით არის ყოველდღიურად და ეს უნდა გავითვალისწინოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ამის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი მოქალაქეების სწორი და კარგი ქცევა და ამასთან, საზღვრებისა და საკარანტინე მექანიზმების ეფექტიანი კონტროლი“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები