ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაათვალიერა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე უნივერსიტეტის პირველი ეტაპის დასრულებულ სამუშაოს გაეცნენ.

ქუთაისის უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წელს მუშაობს იწყებს და აქტიურ აკადემიურ ცხოვრებაში ჩაერთვება. უნივერსიტეტი პირველ ნაკადს მიიღებს სამ სპეციალობაზე, სამომავლოდ კი, სპეციალობათა რაოდენობა გაიზრდება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასაარსებლად პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ქველმოქმედება განახორციელა.

მსგავსი თემები