“თურმე ორგანიზებულ დანაშაულში ერთ-ერთი მონაწილეები ვართ და ამას როგორ დაამტკიცებენ, ძალიან საინტერესოა” – შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი იმედოვნებს, რომ სასამართლო აღკვეთი ღონისძიების სახეს არც ერთ სპორტსმენზე არ გამოიყენებს, რადგან საქმის მასალებით არსად დასტურდება ბრალეულობა.

ალექსანდრე კობაიძე საქმეში არსებულ მნიშვნელოვან გარემოებაზე მიუთითებს და მოწმის ჩვენება მოჰყავს.

„აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი – მოწმის ჩვენება – გურამ ამირხანაშვილი საუბრობს, რომ არანაირი შეურაცხყოფა, იძულება არ განუხორციელებიათ იმ პირებს, რომლებიც „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში ისხდნენ.

ჩვენთვის გაურკვეველია, რატომ წაუყენეს ეს ბრალდება. რამდენჯერმე, რომ შეცვალა ჩვენება, დააზუსტა და ბოლოს ამბობს, რომ არანაირ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. ეს ადამიანი ყვება, რომ მის მიმართ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და რა რჩებათ მაშინ, ექვსი ადამიანი, რომლებიც ამბობენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ და მოწმე, რომელიც აცხადებს, რომ დანაშაული მასზე არ განუხორციელებიათ.

თურმე ჩვენ ორგანიზებულ დანაშაულში ერთ-ერთი მონაწილეები ვართ და ამას რითი დაამტკიცებენ ძალიან საინტერესოა. შინაარსობრივ მხარეზე, რომ გადავალთ, ამას ვერაფრით დაამტკიცებენ. ძალადობაში არ მიგვიღია მონაწილეობა, ჩვენ ვმონაწილეობთ ერთ-ერთ ეპიზოდში, სადაც ბატონი გურო თურმე გავიტაცეთ, რაც არის ნონსენსი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ შეესაბამება.

ისინი გადაადგილდებოდნენ მანქანით, მაგრამ მათი განზრახვა არ იყო ვინმეს ცემა, მუქარა და მათი განზრახვა იყო კეთილი, რადგან გუროს თხოვნით ჩავისვით მანქანაში და წამოვიყვანეთ თბილისის მიმართულებით. ვიდეოჩანაწერში, რომელშიც „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში სხედან ადამიანები, ჩერდება რამდენიმე წამი და კვლავ იძვრის. სად ჩანს, რომ ვინმე ვინმეს მისდევს? მანქანა ხიდის ქვეშ არ ჩასულა, მხოლოდ მაშინ ჩავიდნენ, როდესაც გურო ჩაისვეს და თბილისისკენ წავიდნენ. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა“, – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

მსგავსი თემები