აბაზოვის ადვოკატი ბრალის დასამძიმებლად ცრუ მოწმეების გამოყენებას არ გამორიცხავს

ადგილობრივი მკვიდრის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებული მარნეულის მერის თემურ აბაზოვის ადვოკატები 6 აგვისტოსთვის ჩანიშნული წინასასამართლო სხდომის, 20 სექტემბრამდე შესაძლო გადადებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აბაზოვის დაკავებიდან დღემდე გასული ორთვიანი ვადა, სრულებით საკმარისი იყო იმისთვის, რომ ბრალდების მხარეს მარნეულის მერის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები მოეპოვებინა. თუმცა, რადგან ამ დრომდე, გამოძიებას მხოლოდ ერთადერთი პირის, საქმეში დაზარალებულად ცნობილი ელჩინ ალახრვერდოვის ჩვენება მოეპოვება, არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ბრალდების მხარე მტკიცებულებების მოსაპოვებლად ე.წ. ცრუ მოწმეების ჩვენებებს გამოიყენებს.

როგორც მედიაცენტრმთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, მათ მიერ მოპოვებული  ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ თამურ აბაზოვის მიმართ დანაშაულის პროვოცირებას ჰქონდა ადგილი, რაც ნაწილობრივ შესრულდა კიდეც.

მისივე თქმით,  აბაზოვის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველი იყო,  ერთადერთი პირის, ელჩინ ალახვერდოვის მიერ მიცემული ჩვენება და ბრალდების მხარეს, ამ დროისთვისაც მხოლოდ ეს მტკიცებულება მოეპოვება.

​”​აბაზოვს ერთი თვის განმავლობაში უგზავნიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და სოციალურ ქსელში მის შესახებ უარყოფით განწყობებს, მიზანმიმართულად ქმნიდნენ, რომ მარნეულის მერის მიმართ ელექტორატში უარყოფითი განყობა არსებობს. ამას აბაზოვის მხრიდან ქმედება არ მოჰყოლია, ამ შემთხვევაში ეს იყო ბოლო მცელობა იყო, როდესაც მას ოჯახის მაგინებელი ვიდეო გაუგზავნეს, ამასაც არ მოჰყოლია მისი მხრიდან რადიკალური რეაგირება”, – აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, გარკვეული ძალები ცდილობდნენ, ამ გზით თემურ აბაზოვი მერის თანამდებობისთვის ჩამოეშორებინათ.  დაცვის მხარე განაგრძობს მტკიცებულებების მოძიებას, რომელსაც წარუდგენენ საგამოძიებო ორგანოს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის ახალგაზრდა მერი თემურ აბაზოვი 11 ივნისს დააკავეს ადგილობრივი მკვიდრის მიმართ ძალადობის ქმედების გამო. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ძალადობის მიზეზი „მსხვერპლის“ მხრიდან ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის ცუდად მოხსენიება და შეურაცხყოფა გახდა, რის გამოც, მარნეულის მერმა მასზე იძალადა და საკუთარი შარდით პირი დააბანინა.

მსგავსი თემები