„ბრალდების დასადგენად მტკიცებულებები არ არსებობს“ – რაგბისტის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს, ვასილ მახარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლითა და 145-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულისთვის წაუყენეს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ადვოკატმა, განუცხადა, ბრალდება თავისუფლების აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ვასილ მამულაშვილის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვასილ მახარაძე, ბრალს არ ეთანხმება.

“ვასილს მახარაძეს ბრალდება წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით და 145-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულისთვის, რაც ითვალისწინებს და ზოგადად ეს ნორმა მოიცავს, პასუხისმგებლობას თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და ჯგუფური ძალადობისთვის. ცხადია, ბრალს არ ეთანხმება. ჩვენ თავიდანვე მოლოდინი გვქონდა, რომ ეს ბრალდება იქნებოდა, ვინაიდან დაკავების განჩინებაშიც დასაბუთება იყო ამ შესაძლო ბრალდებასთან დაკავშირებით. თავს უდანაშაულოდ ცნობს. ჩვენ გავეცნობით მტკიცებულებებს და უკვე ამის შემდგომ გვეცოდინება რამდენად დასაბუთებულია თუ დაუსაბუთებელი ეს ბრალდება ბრალდების გადმოსახედიდან, ვინაიდან ჩვენ, დაცვის მხარეს მიგვაჩნია, რომ არანაირი მტკიცებულებები ბრალდების დასადგენად ფიზიკურად ვერ იქნება”, – განუცხადა ვასილ მამულაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს”.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები