მორაგბეს ბრალი წაუყენეს, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს

ახალგაზრდა ფეხბურთელის,  გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ მორაგბეს არჩილ გაგნიძეს ბრალი წაუყენეს. ბრალდებული კი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას ჩხუბსა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობა არ მიუღია.

როგორც ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“  განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი როცა შემთხვევის ადგილას მივიდა, იქ არავინ დახვდა, შესაბამისად ჩხუბში მას მონაწილეობა არ მიუღია.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. ის არ ეთანხმება დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს. როცა ის მცხეთაში ჩავიდა მცხეთაში, იქ უკვე ყველაფერი დასრულებული იყო, მას სხვა მიზანი ჰქონდა მცხეთაში ჩასვლის. მას არც ერთ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. რაც შეეხება ამირხანაშვილს, გიდასტურებთ, რომ ის მანქანაში ჩაისვეს, თბილისში წამოიყვანეს და  ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან დატოვეს“ – განუცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს”.

შეგახსენებთ, რომ  გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაკავებულია 17 ახალგაზრდა.

მსგავსი თემები