“არ არსებობს იმის გარანტია, რომ მეცნიერები კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინის შექმნას შეძლებენ” – ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, არ არსებობს იმის გარანტია, რომ მეცნიერები კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინის შექმნას შეძლებენ.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ევროპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაქცინა შეიქმნება, იგი სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი ვერ იქნება.

„ძალიან რთული იქნება იმის თქმა, რომ ვაქცინა გვექნება. ჩვენ არასდროს გვქონია ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ. ასე რომ, იმედია აღმოაჩენენ ამ ვაქცინას“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

მსგავსი თემები