„გამორიცხულია, ცეცხსასროლი ან ბასრი საგნით მიყენებული დაზიანება, თუმცა, ხელკეტი, ქვა და მუშტი წარმოადგენს ბლაგვ საგნებს, რა დაზიანებებიც ცხედარს ჰქონდა“ – ექსპერტი

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე ძვლების მოტეხილობებს ადგილი არ ჰქონია. ის ასევე აღნიშნავს, რომ ყური დაზიანებული იყო, თუმცა სხეულს მოცილებული არ ჰქონია. ექსპერტი ბასრი საგნით მიყენებულ და ცეცხლნასროლ დაზიანებებს ცალსახად გამორიცხავს.

„გვამის გარეგანი დათვალიერებით და ვიზუალური კვლევით დაფიქსირდა არაერთი დაზიანება, რომელიც წარმოადგენს ბლაგვი ხასიათის ტრამვის კვალს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვამს ჰქონდა სხვადასხვა მოტეხილობა. მას არანაირ თავის სარქველის მოტეხილობა და ძვლების დამტვრევა არ აღენიშნებოდა. მას ჰქონდა დაზიანებები ბლაგვი ტრამვისთვის დამახასიათებელი, ქალა სარქველის მოტეხილობა არ იყო, სახის არეში ჰქონდა დაზიანებები სისხლნაღვენთების სახით. ამ ეტაპზე ნიუანსების გახმოვანებისგან თავს შევიკავებ

მალე დადგინდება, რა იყო სიკვდილის მიზიზი. გაირკვევა, ცოცხალი მოხვდა წყალში თუ არა. ასევე, დადგინდება ამ დაზიანებებს შეეძლო თუ არა სიკვდილის გამოწვევა, ჩვენ ველოდებით ლაბორატორიული კვლევის შედეგებს. გარდაცვლილს ჰქონდა ბლაგვი სახის ტრამვები, რაც შეიძლებოდა გამოეწვია მუშტსაც, ხელკეტსაც დაგორებასაც და წყლის ქვეშ არსებულ საგნებსაც,“ – განაცხადა ექსპერტმა. მისივე ინფორმაციით საბოლოო დასკვნის პასუხი ორ კვირაში გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები