“ამ ეტაპისთვის ევროპის ქვეყნებშიც ფიქსირდება ინფექციის აღმასვლა, რაც წარმოადგენს ძალიან დიდ რისკს საქართველოსთვის” – ეკატერინე ტიკარაძე

ჩვენ ვტოვებთ გარკვეულ ჩარტერულ რეისებს ქვეყანაში, რომლებიც დღესაც ძალაშია და ვინარჩუნებთ იმ საკარანტინო პირობებს, რომლებიც გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნიდან ბრუნდებიან, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, იყო გარკვეული შეთანხმება ისრაელთან მიმართებაში, როდესაც განიხილებოდა ფრენების აღდგენა, მაგრამ იქ შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვეტილება შეიცვალა.

„ზოგადად ორ ქვეყანას შორის ვთანხმდებით, თუ იქ არის ინფექციის აღმავალი ტალღა, მაშინ ეს გამოავლენს ძალიან დიდ რისკს საქართველოსთვის, რომ მოხდეს საქართველოშიც ინფექციის შემოტანა და ამ ინფექციის მართვის გართულება. აქედან გამომდინარე, გადაიდო ფრენები ისრაელთანაც. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები და დღესაც გვაქვს ევროპის ქვეყნებთან, მაგრამ ამ ეტაპისთვის ევროპის ქვეყნებშიც ფიქსირდება ინფექციის აღმასვლა, რაც წარმოადგენს ძალიან დიდ რისკს საქართველოსთვის. ჩვენ ვტოვებთ გარკვეულ ჩარტერულ რეისებს ქვეყანაში, რომლებიც დღესაც ძალაშია და ვინარჩუნებთ იმ საკარანტინო პირობებს, რომლებიც გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნიდან ბრუნდებიან“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები