„ენერგო-პროს“ თანამშრომელს დენმა დაარტყა და გული გაუჩერდა

გურიაში, „ენერგო-პროს“ თანამშრომელს დენმა დაარტყა. ის ელექტრო ჯიხურში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

დაზარალებულს გული გაუჩერდა. ის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა, გულის ამუშავება შეძლეს.

როგორც მკურნალმა ექიმმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, პაციენტი, ამ ეტაპზე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება: „ძალიან მძიმე მდგომარეობით შემოიყვანეს პაციენტი კლინიკაში. მან დაზიანება ელექტრული დენის ზემოქმედების შედეგად მიიღო. კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და გული იყო  გაჩერებული. შესაბამისი პროცედურების შედეგად გულის მუშაობა აღდგა. პაციენტი ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება“.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც დაადენს მომხდარის მიზეზებს.

მსგავსი თემები