“ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი” – კახა კალაძე

დედაქალაის მერი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად კონკრეტული პოლიტიკოსების და მედიის ცილისწამებაზე საუბრობს, კალაძე თვლის, რომ ისინი ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რისი შესაძლებლობაც, როგორც მერი ამბობს მათ არ მიეცემათ.

მერის თქმით, 25 ივნისს, 22:00 საათზე მოსახლეობა მიიღებს სწორ ინფორმაციას სიცრუეზე, რომელიც პირადად მისი და მუნიციპალიტეტის მისამართით ისმის.

“თითოეულ „ფეიკ“ ბრალდებას, რაც არ უნდა სისულელე იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის გავცემთ არგუმენტირებულ და რაციონალურ პასუხს. ვალდებულები ვართ, ხელი შევუშალოთ სიცრუის პროპაგანდას და მის დანერგვას ჩვენს მედიასივრცეში.

ხვალ 22:00 საათზე გვექნება პირველი ვიდეო ჩართვა, სადაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას მოსახლეობას და ასევე ვაჩვენებთ, თუ როგორ ცდილობს კონკრეტული მედიასაშუალებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

არჩევნები ახლოვდება და კონკრეტული პოლიტიკოსები, თუ მათი ტელევიზიები ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რაშიც ჩვენ ხელს შევუშლით და ამის შესაძლებლობას მათ არ მივცემთ. ასე, რომ გვიყურეთ ხვალ 22:00საათზე იმისათვის, რომ გქონდეს სწორი ინფორმაცია ყველა იმ სიცრუეზე და სიბინძურეზე, რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის და პირადად ჩემი მისამართით ისმის. ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები