“ველოდებით, რომ მომდევნო კვირას მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 10 მილიონს მიაღწევს” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მომდევნო კვირას მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 10 მილიონს მიაღწევს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 9.1 მილიონზე მეტ შემთხვევის შესახებ მიიღო ინფორმაცია. ეპიდემიის პირველ თვეს 10 000-მდე შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გასულ თვეს კი თითქმის 4 მილიონი. ველოდებით, რომ მომდევნო კვირას მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 10 მილიონს მიაღწევს. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ვირუსის გადაცემა შევაჩეროთ და სიცოცხლეები გადავარჩინოთ“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა

მსგავსი თემები