“გიორგი რურუა თუ არ გათავისუფლდება, მხარს არ დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს” – ხატია დეკანოიძე

“ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი, თუ რურუა არ გათავისუფლდება, მაშინ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, გიორგი რურუა რჩება იმის მაგალითად, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ, ის დარჩა პოლიტპატიმრად.

„გიორგი რურუას  ნამდვილად ესმის და გააზრებული აქვს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისთვის, შეიცვალოს ასეთი კონიუქტურა და ზოგადად ივანიშვილი სწორედ ამ ცვლილებებით ჩამოცილდეს ხელისუფლებას. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი, თუ რურუა არ გათავისუფლდება, მაშინ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. მხარს ვუჭერთ ამ ცვლილებას, მაგრამ არ ვიღებთ მონაწილეობას, რადგან ეს სცდება ერთ ადამიანს, უკვე ეს არის ძალიან დიდი ფრონტი და მართლმსაჯულების დიდი პრობლემა საქართველოში“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

მსგავსი თემები