“მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია” – გიორგი რურუა

გიორგი რურუა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რურუა მოუწოდებს ოპოზიციას, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ, რადგან ეს საზოგადოების დაკვეთა და საერთაშორისო მეგობრების თხოვნაა. 

“მინდა გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშვნას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორე ხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს. პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოზგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც. ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე,”-აცხადებს გიორგი რურუა. 

მესამე მოსმენით ცვლილებების კენჭისყრა შაბათს, 27 ივნისს გაიმართება. 

მსგავსი თემები