„თუ ოპოზიცია თანამდებობებზე ვერ შეთანხმდება, იქნება ხელახალი არჩევნები“ – რომან გოცირიძე „მედიაცენტრ მთავართან“ (ვიდეო)

ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, ამ ეტაპამდე,  მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ერთიან შეთანხმებას ბოლომდე ვერ მიყვება. ამ გაერთიანებაში შემავალი ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი კი ფიქრობს, რომ ამ ფონზე, გაჭირდება შემდეგ ეტაპზე გადასვლა, რაც თანამდებობების განაწილებასა და კოალიციურ მმართველობას გულისხმობს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, ყველა პარტია იმ თანამდებობას მიიღებს, რაც მისი წონა და ზომაა, სხვა შემთხვევაში  ხელახალი არჩევნები იქნება.     

„ერთი იდეა გვაერთიანებს – 8 წლიანი ოლიგარქიული მმართველობის დემონტაჟი. მთავარი მიზანია ყველა ერთის წინააღმდეგ.  არასდროს გვქონდა ილუზია, რომ შეთანხმება ყველა ოლქში მოხდებოდა. ჩვენი ხედვა ასეთია: თბილისში ვართ პარტნიორები, რეგიონებში ვართ კონკურენტები. ან აძლევ ხმას დიდ კოალიციას, სადაც იქნება „ნაციონალური მოძრაობაც“, ან აძლევ ხმას ბიძინა ივანიშვილს. თუ თანამდებობების განაწილება პრობლემა გახდება, იქნება ახალი არჩევნები. ყველა პარტია საკუთარ წარმომადგენელს პარლამენტში საკუთარი ზომისა და წონის მიხედვით მიიღებს“ – აცხადებს რომან გოცირიძე „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები