ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის თავის ქალა აქვს დამტვრეული – ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს, დღემდე ბრალდებული არ ჰყავს. დამოუკიდებელი ექსპერტების ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვიულის ცხედარს, მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება,  ასევე დაზიანებები თავის ქალასა და ყურის არეში.

ოჯახის ახლობელის ინფორმაციით სარწმუნოა ვერსია, რომ დაზიანებები ფეხბურთელს გარდაცვალებამდე მიეღო.

„ცხედარს აღენიშნება თავის ქალის მოტეხილობა, ასევე ძვლების მოტეხილობა,  არ ვიცით ეს დაზიანებები სიცოცხლეში აქვს მიყენებული ბავშვს, თუ სიკვდილის შემდეგ, ყველა ველოდებით საბოლოო დასკვნას, ჩვენი ვერსიით არ გამოვრიცხავთ, რომ სიცოცხლეში ყოფილიყო დაზიანებები, რადგან იქ ხელჩართული ჩხუბი იყო, არც გარდაცვალების შემდეგაა გამორიცხული,“ – განაცხადა ნიკა ჯაჭვაძემ.

ჯაჭვაძე იმ რაგბისტებზეც საუბრობს, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ, ისინი შავი „ტოიოტა – კამრის“ მგზავრები არიან.

„რაგბისტები, ჩემი ინფორმაციით შავი „ტოიოტა – კამრის“ მგზავრები არიან, ესაა მეორე მანქანა, რომელიც გამოჩნდა და მისი გამოჩენის შემდეგ გაიქცნენ ბავშვები, როგორც გიორგის მეგობარი ყვება ამ მანქანამ მიაკითხა დამალულს და ჩაიყვანა დიდუბის მეტროსთან,“ – განაცხადა ნიკა ჯაჭვაძემ.

მსგავსი თემები