„მე პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვედი და აქ არაფერი შემიძენია“ – დეპუტატი „საერთაშორისო გამჭვირლვაობა – საქართველოს“ ბრალდებებს ეხმაურება (ვიდეო)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოსაზრებით, ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო წრის წარმომადგენელთა ბიზნესსაქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან და დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით. დეპუტატი, ინფორმაციას მის წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ აგორებულ დეზინფორმაციას უწოდებს. ბოლქვაძე „მედიაცენტრ მთავართან“ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს.

„მე უკვე მესამე მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ, პოლიტიკაში ბიზნესიდან ვარ მოსული, მქონდა ჩემი დახმარების ფონდი და ხალხს თუ ვეხმარებოდი ჩემი სურვილი იყო. იმ ინფორმაციაში ჩამოთვლილია  ყველა ნათესავი, ვინც მყავს ხულოში. ის თემები, თითქოს მე ვიღაცას ტენდერი მოვაგებინე აბსურდია. თემური ქედელიძე არის მამიდაშვილი და მან თუ ტენდერი მოიგო ნახონ იმ ტენდერის კვლევები. ეს მისი ცხოვრებაა, საქართველოში ყველა ყველას ნათესავი და ნაცნობია. ეს თემები ალბათ წინასაარჩევნო პროვოკაციაა, ეს არის აგორებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის და ვისი ინიციატივითაც მოხდა ზეპირად ვიცი გადაკვეთაც.

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, მე ამაზე დამოუკიდებლად არ ვსაუბრობ. მსგავსი ბრალდებები ჩემს მიმართ პირველი არაა და ამაზე პირველად არ ვსაუბრობ, რაც შეეხება ხულოს რაიონს და შუახევს, სადაც მე ვარ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ყველას შეძლებისდაგვარად დავხმარებივარ, ეს ყველაფერი კეთდება მეგობრების და ნაცნობების დახმარებითაც.

ოქტომბერში იყო შემთხვევა, სადაც  25 სახლი დაიწვა და ყველა ოჯახს დავეხმარე, არ ვიცი ეს ცუდია? ალბათ ეს საკითხები არ მოსწონთ, მაგრამ არსებობს დეკლარაცია, სადაც ყველაფერი ასახულია, მე მოვედი ბიზნესიდან და აქ არაფერი შემიძენია,“ – განაცხადა ბოლქვაძემ „მედიაცენტრ მთავართან.“

https://www.facebook.com/mcm.ge/videos/305052190651462/



მსგავსი თემები