“გააკონტროლეთ ცოფის კალენდარი” თბილისში, ყოველ წელს ცოფის 5-10 შემთხვევა ფიქსირდება” – ვახტანგ ლომჯარია “მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„რამე განსაკუთრებული და საგანგაშო არ ხდება, ყოველ წელს  5 – 10 შემთხვევა ფიქსირდებოდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცხოველები არ უნდა ავცრათ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავართან“ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა.

ლომჯარიას ინფორმაციით ბოლო პერიოდში გამოვლენილი ცოფის შემთხვევებს აგრესია არ ახლავს, ის იმ პრევენციულ ღონისძიებებზე საუბრობს, რასაც სააგენტო ახორციელებს ცოფის ვირუსთან მიმართებაში.

„ბოლო ორი შემთხვევიდან, ერთი იყო გაბრიელ სალოსის და მეორე კი, ქინძმარაულის ქუჩაზე, ერთმანეთისგან სამი კილომეტრის დაშორებით, ორივე შემთხვევაში ცხოველი გამოიყურებოდა ცუდად. ჯამში წელს გვქონდა ოთხი შემთხვევა, ის, რომ რაიმე კატასტროფული მატებაა ან განსაკუთრებული ხდება არასწორია, მინდა დავამშვიდო მოსახლეობა ამ მხრივ, თუმცა ვისაც ჰყავს ცხოველები სახლში, ვაქცინაცია შესაბამისად უნდა გაუკეთდეს.

არსებობს მარეგულირებელი კანონი, რომელიც საპრევენციო ღონისძიებებს გვკარნახობს, პირველ რიგში ხდება ცხოველების იზოლირება, რომლებიც იყვნენ შეხებაში იყვნენ დაავადებულ ცხოველთან, თუ ახლო შეხებაში იყვნენ ამ ცხოველებთან ადამიანები მაშინ  რეკომენდირებულია 10 დღიანი დაკვირვება, ამის  შემდეგ კი,უკვე იწყება 2, 3 კილომეტრის გადარჩა მთელ ამ ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევა დაფიქსირდა, ამ დროს უკვე  სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ, არცერთ ბოლო შემთხვევაზე დაკბენის ფაქტი და აგრესიული გამოვლინება არ იყო,“ – განაცხადა ლომჯარიამ „მედიაცენტრ მთავარში.”

სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით ცოფზე ვაქცინაცია უფასოა, ლომჯარია მოსახლეობას ყურადღებისკენ მოუწოდებს.

„რაც შეეხება ახალ შემთხვევას, მოქალაქეების ზარზე გავედით, გადავიყვანეთ ცხოველი და პირველ ჯერზე მეორე დღესვე ლეტალობა დაფიქსირდა. ამ ოთხიდან ადამიანებთან კონტაქტი იყო ყველა შემთხვევაში, იყო შემთხვევა ადამიანზეც, ამიტომ უნდა გავაფრთხილო პატრონებიც, რომ არც ისინი არ არიან დაზღვეულები თუკი ვაქცინაციას არ ჩაატარებენ.

მივმართავ ყველას გააკონტროლონ კალენდარი, ასევე ამხანაგობებს, გამოვლენის შემთხვევაში მივალთ და ადგილზე ჩავატარებთ უფასო ვაქცინაციას,“ – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები