დევნილთა სააგენტო დევნილი ოჯახებისთვის ქუთაისსა და გორში 156 ბინას შეისყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის 156 ბინას შეისყიდის. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.​

მათივე ცნობით, 156 ახალაშენებული ბინიდან 135 – ქალაქ ქუთაისში, ხოლო 21 ქალაქ გორში მდებარეობს.

„სამშენებლო კომპანიები, ღია და გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩა.

საკონკურსო პირობების თანახმად, დევნილთა სააგენტო ბინებს შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიბარებს“, – აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების შესყიდვის მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 13 მილიონამდე ლარი გამოიყო.

მსგავსი თემები