„თუ არ ამირჩევენ, ესე იგი არ მიფიქრია საბურთალოზე“ – ალეკო ელისაშვილი

„აქ დავდგები თუ იქ დავდგები, თუ დავდგები, ისევ საბურთალოზე“ – ალეკო ელისაშვილი არჩევნებში მონაწილეობას მაჟორიტარად აპირებს და თუ არ აირჩევენ, საბურთალოელების ბრალი იქნება.

„მე, ლევან კობერიძე, ანა დოლიძე და ლევან იოსელიანი ერთად ვდგავართ და რაღაცეებს ვხედავთ. ჯერჯერობით მაჟორიტარებზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია. თუ დავდგები, ისევ საბურთალოზე, თუ მე არ ამირჩევენ, ესე იგი არ მიფიქრია საბურთალოზე  და არაფერი გამიკეთებია. ჯოჯოხეთური ორპოლუსიანობა უნდა დაინგრეს“ – აცხადებს ელისაშვილი, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნა დააანონსა.     

მსგავსი თემები