“გამოდით ხალხო, ფეხით იარეთ, ძალიან ლამაზია ღამის თბილისი” – მანანა გაგნიძე 

ინტერნეტმომხმარებელი მანანა გაგნიძე თბილისის ღამის ცხოვრების შესახებ სტატუსს აქვეყნებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, საღამოობით გარეთ გავიდნენ, ფეხით იარონ და ამგვარად აღადგინონ ძველი თბილისური ურთიერთობები.

“კანდელაკის დასწყისში თონეა, პატარა ქართულ პურს აცხობენ… ღამის 1 საათზე წავედი დილისთვის პური რომ მქონოდა… ჰოი, საოცრებავ, ქუჩა გადატენილი მანქანებით და მოტო ტრანსპორტით. სრული ისტერია ! გავოცდი. ერთადერთი, რამაც შეარბილა ჩემი განცვიფრება ის იყო, რომ დაკეტილი მაღაზიის კიბეზე ბიჭები იდგნენ და სვამდნენ. პური მივაწოდე… მეტი არაფერი მქონდა. მადლობა გადამიხადეს. შეარგოს, დღეს ყველს და პომიდორს წავიღებ… ძველი თბილისი გამახსენდა. გრილოდა. გამოდით ხალხო, ფეხით იარეთ, ძალიან ლამაზია ღამის თბილისი”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მანანა გაგნიძე.

მსგავსი თემები