„ამ ქვეყანაში დაქალობა არ დასრულდა, სასამართლოში კლანური მმართველობის ანარეკლია დაქალობა“ – ნაზი ჯანეზაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„თამარ ხულორდავა არის ჩუგოშვილის დაქალი და დაქალობა ამ ქვეყანაში არ დამთავრდა, მასთან მე არანაირი შეხება არ მქონია აქამდე,“ – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, რითაც ის თამარ ხულორდავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა.

ჯანეზაშვილი თვლის, რომ სასამართლოში „დაქალობა“ და კლანური მმართველობა დღემდე არსებობს.

„ცხადია ეს არ არის პირველი შემთხვევა, თამუნა არის ჩუგოშვილის მეგობარი, დაქალი და ამ პრინციპიდან გამომდინარე ერთვებიან დისკუსიაში. მისი გამოსვლა, რომელიც მან ღიად დააფიქსირა სოციალურ ქსელში ადასტურებს იმას, რომ დაქალობით და მეგობრობით იღებენ გადაწყვეტილებას. ძალიან კარგად ჩანს ამ ფონზე რა ხდება სასამართლოში, როდესაც ვსაუბრობ კლანურ მმართველობაზე, იმის ანარეკლია ეს დაქალობა, ეს ნანახი მაქვს სასამართლოში, რაც უკვე ჩანს ახლა სოცილურ ქსელში. თავის დამოკიდებულებას, ღირებულებებს და ფასეულებებს ძალიან კარგად წარმოადგენს მათი საჯარო განაცხადი,“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები