მთაწმინდის რაიონში გრუნტის დამჭერი 9 კედლისა და ერთი გაბიონის მოწყობა იგეგმება 

  •  

მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. კერძოდ, წავკისის ქუჩის N11-ში საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა, რომელიც სავალ გზასა და ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს. წლის ბოლომდე, მთაწმინდაზე კიდევ ცხრა კედლისა და ერთი გაბიონის მოწყობა იგეგმება.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” მთაწმინდის გამგეობაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში, რელიეფურად რთულ ტერიტორიაზე, 26 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის კედელი და ლითონის მოაჯირი მოეწყო, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 155 571 ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე, თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.

მისი თქმით, მიმდინარე წელს, გამგეობამ რაიონში გრუნტის დამჭერი 11 კედლის მშენებლობა დაასრულა. აღნიშნული პროექტებისთვის ჯამში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო.

მსგავსი თემები