მორიგი ვანდალიზმი თბილისის ერთ-ერთ სკვერში

  •  

თბილისის ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას IV კვარტალში არსებულ სკვერში, ინვენტარი დაზიანებულია, მორყეულია საპარკე სკამის ჩაბეტონებული ფეხი.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ვანდალიზმის ფაქტები, სამწუხაროდ ხშირია ქალაქში. სხვადასხვა მისამართებზე, მოქალაქეები ხშირად აზიანებენ საბავშვო ატრაქციონებს, საპარკე სკამებს, სანაგვე ურნებს, სპორტული მოედნების ინფრასტრუქტურას.

“რამდენიმე შემთხვევაში ინვენტარი განსაკუთრებულად იყო დაზიანებული და ეს არ იყო შემთხვევითობა. ყოველი მსგავსი ქმედების შემდეგ ჩვენ მივმართავთ საპატრულო პოლიციას და ეს აქტები ფიქსირდება”, – აცხადებენ გამგეობაში.

 

მსგავსი თემები