“დოლიძის გადადგომით დადასტურდა აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც მე აქამდე ვამბობდი” – ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძის შორის, რამდენიმე თვეა დაპირისპირება მიმდინარეობს. აღნიშნულის  მიზეზი ანა დოლიძის მიერ პოლიტიკური პლატფორმის შექმნაა, რაც ჯანეზაშვილის აზრით უკანონო ქმედებაა იუსტიციის საბჭოს წევრის მხრიდან.

დღეს, ანა დოლიძემ, საბჭოს დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა და  აღნიშნა, რომ აპირებს პრეზიდენტს მიმართოს და მომავალში მთელ რესურს მის ახალ პლატფორმას, მოძრაობა ხალხისთვის დაახარჯავს.

ანა დოლიძის განცხადებას და გადადგომას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი გამოეხმაურა.

“ანა დოლიძის გადადგომით დადასტურდა აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც მე აქამდე ვამბობდი, ხოლო მისი მხრიდან იმის მტკიცება რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა, იყო თვალთმაქცობა. სამწუხაროა,  რომ ეს ნაბიჯი თავის დროზე საკუთარი ინიციატივით არ გადადგა და საჭირო გახდა სხვების მითითება. პოლიტიკაში წასვლა მისი არჩევანია და მას ამის სრული უფლება აქვს, უბრალოდ საბჭოს წევრობასთან მისი საქმიანობა ამდენი ხნის განმავლობაში იყო შეუთავსებელი და კანონდარღვევა. ანა დოლიძე ისე წავიდა საბჭოდან, რომ კითხვას მისი დაფინანსების შესახებ არ უპასუხა. სასამართლო თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან, იმედი მაქვს ჩვენ ამას შევძლებთ” – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან, ნაზი ჯანეზაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და ანა დოლიძეს გადადგომისკენ მოუწოდა.   

მსგავსი თემები