„გირჩი“ ფიქრობს, რომ ნარკოდამიკიდებულებს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს – იაგო ხვიჩია „მედიაცენტრ მთავარში“

„ქართული კანონმდებლობა ისეა მოწყობილი, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებს აერთიანებთ ერთი რამ, ეს არის შარდის სიწმინდე,“ – ამის შესახებ, „მედიაცენტრ მთავარში“ „გირჩის“ ერთ – ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია თვლის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები იხარჯება სარდის ანალიზის კვლევისთვის, მისივე მოსაზრებით ყველანაირ ადამიანებს უნდა ჰყავდეს პარლამენტში წარმომადგენელი.

„ჩვენი პარლამენტარების შარდის კვლევაში დახარჯულია ნახევარი მილიონი ლარი, წელს “გირჩში “გვიწევს 5 ლიტრი შარდის ჩაბარება და დაიხარჯება დაახლოებით 20 – 30 000 ლარი.

მე მინდა დახმარება ვთხოვო ჟურნალისტებს, რომ ჰკითხონ ამ ხალხს რატომ უჭერენ მხარს ამ კანონმდებლობას. ადამიანს, როცა მანდატს აძლევენ მოქალაქეები ამ მანდატს აძლევენ იმის მიუხედავადაც მათ შარდში როგორი ნაწილაკებია, მითუმეტეს, როცა ქვეყანაში მარიხუანა ლეგალიზებულია.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტში ყველანაირ ადამიანს უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი, მათ შორის ნარკოტიკის მომხმარებლებსაც. პარლამენტში არ უნდა იყვნენ ფსიქიურად არაჯანმრთელი ადამიანები, მაგრამ იმის გამო ადამიანები რას მოიხმარენ პარლამენტი ამის მიხედვით დავაკომლექტოთ ეს არის მხოლოდ გაპრანჭვა, რადგან საქართველოს პარლამენტში ნარკომომხმარებლები იყვნენ ბევრნი, შპრიცით არავინ მინახავს, მაგრამ მარიხუანას მოიხმარდნენ, იყვნენ არაადეკვატურები და არ შეიძლება ადამიანების ასე დაყოფა,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაში, აუცილებელიაწყაროსდალინკისმითითება

მსგავსი თემები