“ახლა ბურთი მთლიანად მათ მოედანზეა” – გიგა ბოკერია

“ივანიშვილს პერსონალურად და მთელ მის რეჟიმს კიდევ ერთხელ აქვთ შანსი, რომ თავი გადაირჩინონ პოლიტიკურად. არ ვგულისხმობ ძალაუფლების შენარჩუნებას, ეგ გამორიცხულია. პირველი მოსმენის ჩავარდნა ნიშნავდა იმას, რომ შანსი აღარ ექნებოდა ამ პროცესს და მერე დაიწყებოდა თითების გაშვერა”,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა თუ არ გამოუშვებენ გიორგი რურუას და თვითონ ჩააგდებენ მეორე ან მესამე მოსმენას, კიდევ უფრო დაზიანდებიან და კუთხეში იქნებიან მომწყვდეულები.

“ამიტომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელშიც თვითონაც შედიან, ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, თუ გაათავისუფლებენ გიორგი რურუას, მაშინ ჩვენც კიდევ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. თუ შესრულდება შეთანხმება, შედარებით ნორმალური წინასაარჩევნო კამპანია იქნება და მერე ყველა უნდა შეეგუოს ამომრჩევლების ვერდიქტს. ბურთი ახლა მთლიანად მათ მოედანზეა და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი თემები