“საკმაოდ მრავლად არიან მორწმუნენი, აქვთ მისწრაფება ღვთისადმი, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრების დაწყებას აყოვნებენ” – მეუფე შიო

“საკმაოდ მრავლად არიან მორწმუნენი, აქვთ მისწრაფება ღვთისადმი, მაგრამ რომ შეუდგნენ ქრისტეს და დაიწყონ ქრისტიანული ცხოვრება, ამას აყოვნებენ. ან ამბობენ, – მერე გავაკეთებ ამას, როდესაც მოვხუცდები, ჯერ რაღაც სხვა საქმეები მაქვს მისახედი, ან ოჯახი, ან – სხვა რამ. ეს ძალიან არასწორია”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა. 

„დღეს ათონელი მამების ხსენების დღეა, როგორც იმ ადამიანებისა, რომელთაც ყველაფერი დაუტევეს და სრულიად შეუდგნენ უფალ იესო ქრისტეს. გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს მისი ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს“ – აღნიშნა პატრიარქის მოსაყდრემ.

მსგავსი თემები