„საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩემი მხარდაჭერა არ ექნება“ – დავით ჭიჭინაძე


პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გააკეთა, სადაც სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებებს იხილავენ.   

„ჯერ ერთი, გაუგებარია, როგორ უნდა აჯობოს 30 მაჟორიტარმა 73 მაჟორიტარს ხალხის მსახურებაში?  მეორე, აბსოლუტურად მიუღებელია ის „ვაჭრობა“, რასაც ამ თემის გარშემო ბოლო თვეებია ვაკვირდებით.  2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა, გასაგებიც იყო და აუცილებელიც! მაგრამ ეს რაღაც შუალედური არგუმენტები, დაუსრულებელი ვაჭრობა, სრულიად გაუგებარია. თანაც, რა გამოდის, მთელი ამდენი ე.წ. ცვლილება, რომლითაც ასე ამაყობდა „ქართული ოცნება“, თუნდაც 2017 წლის ცვლილებები, ტყუილა ჩატარდა? როდის ვიტყუებოდით, მაშინ, თუ ახლა?! – განაცხადა დავით ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, კანონპროექტი მის მხარდაჭერას ვერ მიიღებს.

„მოკლედ, ჩემი რწმენით, ყველა ცვლილება უკეთესობას, ხალხის პირობების გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს, პოლიტიკოსების ვაჭრობის თემა კი არ უნდა გახდეს და  მათთვის ადგილების მიღების გარანტი. ამიტომ არ ვუჭერ ამ ცვლილებებს მხარს.“ -აცხადებს დავით ჭიჭინაძე

მსგავსი თემები