ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია ლავასოღლი თურქეთის საპატიმროდან გაათავისუფლეს

ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია ლავასოღლი თურქეთის საპატიმროდან გაათავისუფლეს. მას თურქულმა მხარემ რამდენიმე დღე მისცა ქვეყნის დასატოვებლად.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ ქართულ მხარეს უკვე დაუკავშირდა ბელორუსის ოფიციალური უწყებები ექსტრადირების თაობაზე, თუმცა ჯერჯერობით, უცნობია, როდის გადმოსცემენ მინდია ლავასოღლის საქართველოს. 

ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით ბათუმის მთავარ პროკურატურასთან და თურქეთის საკონსულოსთან 3 კვირის განმავლობაში აქციები მიმდინარეობდა.

მსგავსი თემები