აზერბაიჯანის 7 დიდ ქალაქში კვლავ კარანტინი გამოცხადდა

აზერბაიჯანში კვლავ კარანტინი გამოცხადდა. ახალი რეჟიმი ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში, 5 ივლისამდე იმოქმედებს.

კარანტინი 7 დიდ ქალაქში, ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, ლენქორანში, ევლახში, მასალიში, ჯალილაბადსა და აფშერონის დასახლებაში ამოქმედდა.

დაიხურა სავაჭრო ცენტრები, მუზეუმები, საგამოფენო დარბაზები და სილამაზის სალონები.

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 12 238 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 148 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები