„ყველანი ერთად, ერთის წინაღმდეგ“ – შოთა დიღმელაშვილი

„ჩვენ მივაღწიეთ თითქმის ყველაფერს 20 ივნისის შემდეგ “ –  განაცხადა “სირცხვილიას” ერთ-ერთმა აქტივისტმა და 20 ივნისის აქციის ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა აქციაზე, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარეობს.

დიღმელაშვილმა გასული წლის აქციის მოთხოვნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის თქმით თითქმის შესრულდა.

“პროპორციული არჩევნები გვინდოდა და თითქმის პროპორციულ არჩევნებს ხვალ უყრიან კენჭს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა საქართველოში. ჩვენ ვართ ყველანი ერთად ერთის წინააღმდეგ და ეს ერთი არის რუსეთი და ბიძინა ივანიშვილი საქართველოში” – აღნიშნა დიღმელაშვილმა.

მსგავსი თემები