“ყველანი მხოლოდ პუტინზე, სხვა შემთხვევაში, გაგვიჭირდება აქციის დაწყება” – გიგა მაქარაშვილი

“ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ”, ასე ჰქვია აქციას, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარედ იწყება. აქციის ორგანიზატორებმა მხარდამჭერებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდეს და სთხოვეს, ყველა წესი დაიცვან.

„ყველას მოგიწოდებთ, დავიცვათ დისტანცია. სხვა შემთხვევაში, გაგვიჭირდება ციის დაწყება. ყველანი დადექით “სტიკერზე”, ამაზე უკეთეს დასადგომი ადგილი დღეს არც გვაქვს, ეს არის სტიკერი პუტინის გამოსახულებით. სანამ ყველა წესი არ იქნება დაცული, გაგვიჭირდება აქციის დაწყება. გვახსოვდეს 2 რამ: “რუსეთი ოკუპანტია” და “დაიცავათ დისტანცია” – განაცხადს სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა მაქარაშვილმა აქციაზე.

პარლამენტის წინ აქცია ამ წუთებში იწყება. რუსთაველის გამზირი კი გადაკეტილია.  

მსგავსი თემები