მექსიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა

მექსიკაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 647 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 5 030 ახალი შემთხვევა.

ამგვარად, მექსიკაში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა – ამჟამად რეგისტრირებულია გარდაცვალების 20 394 შემთხვევა. ქვეყნის მასშტაბით სულ კორონავირუსი 170 485 ადამიანს დაუდასტურდა.

მექსიკის მთავრობა აღნიშნავს, რომ ინფიცირების შემთხვევათა რეალური რაოდენობა რეგისტრირებულზე გაცილებით მაღალია.

მსგავსი თემები