“20 ივნისის ღამეს ძალის გადამეტება სავარაუდოდ მოხდა” – არჩილ თალაკვაძე

20 ივნისის ღამეს ძალის გადამეტება, სავარაუდოდ, მოხდა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. 

“დიახ, სავარაუდოდ მოხდა, ვინაიდან ამ მუხლით არის გამოძიება დაწყებული. 3 ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული, პოლიციელი. 3 პოლიციელი არის პასუხისგებაში მიცემული

სპეციალური საშუალებების გამოყენება მიტინგის და მანიფესტაციის დროს, უკვე აპრიორი ნიშნავს, იმას, რომ ამ ყველაფერს თან ახლავს რისკი მოქალაქეების დაშავების. შესაძლო ძალის გადამეტება იყო, ეს უნდა დაადგინოს სასამართლო, მე არ მგონია, რომ აქ მთავარი განჯის საკითხია თუ რა ვადებში გამოიძია პროკურატურამ ესათუის ამბავი. ჩემთვის პრიორიტეტული იყო რა გააკეთა სახელმწიფომ იმ ადამიანებთან ვინც დაშავდნენ. მე მახსოვს ადრე ადამიანები, რომლებიც დაასახიჩრეს სხვადასხვა აქციებზე და სამედიცინო დახმარებაც კი არ აღმოუჩინეს. ვიმეორებ, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებას თან ახლავს მსგავსი რისკები. ვინც აქამდე მიიყვანა ეს საქმე პოლიტიკური პასუხისმგებლობაც მათზეა. მეც მაქვს მოლოდინი, რომ ის ვინც ამეტებდა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას იქნება კანონით დასჯილი,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები