აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდს სამი დღით გახსნის

ოკუპირებული აფხაზეთის ე წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდს სამი დღით გახსნის.

22 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით გადაადგილება დროებით ნებადართული იქნება იმ პირებისთვის, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ და ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

საკონტროლო-გამშვები პუნქტი იმუშავებს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე. ყველა ის ადამიანი, ვინც გადავა ოკუპირებულ აფხაზეთში, ვალდებული იქნება, გაიაროს სამედიცინო შემოწმება.

მსგავსი თემები