“ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ის მომაკვდინებელია და უამრავი ადამიანი რისკის ქვეშ არის“ – ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის ზრდის ახალ და სახიფათო ფაზაში შევიდა.

მისი თქმით, 18 ივნისს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 150 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„მსოფლიო ახალ და სახიფათო ფაზაში შევიდა. უამრავ ადამიანს მობეზრდა სახლში ყოფნა და ეს გასაგებიც არის. ქვეყნებს შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკების გახსნა სურთ. თუმცა, ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ის მომაკვდინებელია და უამრავი ადამიანი რისკის ქვეშ არის“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

მსგავსი თემები