“საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას განსაკუთრებული სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს” – ირაკლი კობახიძე

“ხაზს ვუსვამ ამ დოკუმენტის პარლამენტის მიერ მიღების განსაკუთრებულ სამართლებრივ და პოლიტიკურ მნიშვნელობას, მათ შორის, პირველ რიგში, იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარების პროცესი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განცხადა.

დეპუტატის განცხადებით, ერთი საკითხი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების ვადა.

„წარმოდგენილი კანონპროექტი ეხება შესაბამისი ვადის გადმოწევას. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის დანერგვას. ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ, სისტემა, რომელიც დაინერგება, იქნება შედეგობრივად იდენტური იმ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემისა, რომელიც ამოქმედდება 2024 წლიდან. კერძოდ, ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი ბარიერით და რაც შეეხება ჩვენს მიერ წარმოდგენილ სისტემას, ეს არის 120/30-ზე სისტემა 1%-იანი საარჩევნო ბარიერით. ის იძლევა, პრაქტიკულად, იდენტურ შედეგს მმართველი პარტიისთვის და ოპოზიციისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები