კანადელი მეცნიერების მტკიცებით, თვალის სიწითლე შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებაზე მიანიშნებდეს

  •  

კანადელი მეცნიერების მტკიცებით, თვალის სიწითლე შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებაზე მიანიშნებდეს. 

ექიმების ინფორმაციით, უცნობი სიმპტომი 29 წლის ჰოსპიტალიზებულ პაციენტს აღმოაჩნდა. ქალის მარჯვენა თვალი აწითლებული იყო, აღენიშნებოდა მოთეთრო გამონადენი. 29 თებერვალს კანადაში დაბრუნებამდე ქალმა ერთი თვე ფილიპინებზე და ერთი დღე სან-ფრანცისკოში გაატარა. 1-ელ მარტს მას დაეწყო სურდო, ხველა და კონიუნქტივიტი. ცხელება პაციენტს არ ჰქონია, თუმცა მან აღიარა, რომ სიცხის დამწევ მედიკამენტებს სვამდა.

რამდენიმე დღის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა და პაციენტი ოფთალმოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს. თვალიდან აღებულ ნაცხში ექიმებმა SARS-CoV-2 აღმოაჩინეს.

მსგავსი თემები