“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატებმა საკონსტიტუციო და საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე უნდა იმსჯელონ.

“მაჟორიტარებისაგან სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ, იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ჩვენი მოთხოვნების უდიდესი ნაწილი უკვე დაკმაყოფილებულია. საკონსტიტუციო ცვლილებით მაჟორიტარული შემადგენელი იქნება შენარჩუნებული და ასევე, შესაძლო ვადამდელი არჩევნები ჩატარდება არა პროპორციული სისტემით, არამედ იმ სისტემით, რომელსაც ახა ავირჩევთ. იმედი მაქვს, რომ საკმარისი ხმები იქნება,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.

დღევანდელ შეხვედრას  პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილი არ ესწრება. 

მსგავსი თემები