მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრები, საპრეზიდენტო არჩევნებში წარსადგენ კანდიდატთან დაკავშირებით პლიტსაბჭოს ფორმატში კონსულტაციებს ივლისის ბოლო კვირაში გამართავენ. ამავე პერიოდში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი პარტიის პოზიცია კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მმართველ გუნდში არის რამდენიმე კანდიდატია, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში შეუძლიათ გამარჯვება.
მისივე ინფორმაციით, საუბარია რამდენიმე კანდიდატს, მაგრამ ყველაფერი პარტიის წევრებს შორის კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდება.
„ტაქტიკურად არასწორი იქნებოდა რომ აქამდე დაგვესახელებინა პრეზიდენტობის კანდიდატი. ამიტომ არ შედგა კონსულტაციები დღემდე. როგორც კი იმართება კონსულტაციები, მაშინვე იწყება სპეკულაციები და მჟღავნდება გარკვეული ინფორმაციები. ჩვენთვის უმჯობესია, გვიან დასახელდეს ჩვენი კანდიდატი”, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.