„დამაკავშირეს სასამართლო კლანთან, გაიხსენონ ყველაფერი დოლიძემ, კობერიძემ, როგორ გახდა ანა საბჭოს წევრი“ – ნაზი ჯანეზაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

„სამმა პოლიტიკოსმა, რომლებმაც უკვე ახალი პლატფორმა შექმნეს, სასამართლო სისტემის ე.წ კლანთან დამაკავშირეს, მე მათ ვურჩევ, გაიხსენონ ის დრო, როდის გაჩნდა მათ ლექსიკონში ეს ტერმინი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

ჯანეზაშვილი ლევან კობერიძეს და ანა დოლიძეს წარსულს ახსენებს, ის თვლის, რომ დოლიძის არჩევა თავიდანვე შეცდომა იყო.

„ლევან კობერიძემ ისიც უნდა გაიხსენოს რა რეფორმებს დაუჭირა მხარი, როცა „ქართულ ოცნებაში“ იყო. დამაკავშირეს სასამართლო კლანთან, გაიხსენონ ყველაფერი, დოლიძემ, კობერიძემ, როგორ გახდა ანა საბჭოს წევრი, სამწუხაროდ თავის დროზე, როდესაც ის პრეზიდენტმა დანიშნა არამოსამართლე წევრად ეს იყო დარღვევა, როდესაც ამაზე არ ვისაუბრეთ მაშინვე, როგორც ჩანს, მას მადა მოემატა და დღესაც აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომ შეუძლია კანონი დაარღვიოს, ამიტომ არის სწორი ვისაუბროთ თავიდანვე ყველაფერზე” – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მისი თქმით, სისტემა დაქალობით და მეგობრობით არ ვითარდება.

“უნდა ვისაუბროთ დასაწყისშივე, თუ მართლა გვინდა, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა. არა დაქალობით, არა მეგობრობით, არა კლანობით, მე არ ვუჭერს მხარს კლანურ მმართველობას, სწორედ ესაა მიზეზი, რომ იმ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მეც ბევრი კითხვები დავსვი,“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მედიაცენტრ მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები