„ის არ თმობს ამ თანამდებობას, რადგან არ არის დარწმუნებული, რომ პოლიტიკაში წარმატებას მიაღწევს, წავიდეს“ – ჯანეზაშვილი დოლიძეზე

“ანა დოლიძემ თავად უნდა გააკეთოს არჩევანი, ის ორივე თანამდებობას ებღაუჭება ‘’ – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. ჯანეზაშვილმა ასევე ისაუბრა პრობლემაზე, რომელიც მისი თქმით ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიის არსებობას.

“ვინ მოდის პოლიტიკაში, ვინ არის სასამართლო სისტემაში საზოგადოებამ უნდა იცოდეს. დაქალობით, მეგობრობით ან ნათესაობით ამ ქვეყანაში საკითხები აღარ უნდა წყდებოდეს. სწორედ ამიტომ, ღიად ვსაუბრობთ ამ საკითხებზე, აქ დასამალი არაფერია. ანა დოლიძე არ თმობს თანამდებობას, რადგანაც დარწმუნებული არ არს, რომ პოლიტიკაში წარმატებას მიაღწევს. ამიტომ, ცდილობს, შეინარჩუნოს ორივე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოც და პოლიტიკური აქტიურობაც. სადაც გამოუვა, იქ დარჩება. მან თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და წავიდეს‘’ – განცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” . 

რესპონდენტი სამომავლო გეგმებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეთავაზება არ მიუღია და არსად წასვლას აპირებს. “თუ გადავწყვეტ ახალ თანამდებობაზე გადასვლას, ამას მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, როდესაც თანამდებობას დავტოვებ” – განაცხადა ჯანეზაშვილმა “მედიაცემტრ მთავარში”.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები