მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 450 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 450 ათასს გადააჭარბა. ვირუსით 8 395 929 ადამიანია დაინფიცირებული.

კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მეტი შემთხვევა ევროპაში დაფიქსირდა, სადაც ვირუსს 190 120 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. 

მსგავსი თემები