ზუგდიდში 70 წლამდე კაცს განმეორებითი ტესტირებისას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდში, 70 წლამდე კაცს, რომელიც კორონავირუსის ნიშნებით, რუხის კლინიკაში იყო მოთავსებული, განმეორებითი ტესტირების შედეგებების მიხედვით, ვირუსი არ დაუდასტურდა.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ანალიზების მიხედვით, კაცმა დაავადება უკვე გადაიტანა.

„ლუგარის ლაბორატორიიდან მივიღეთ ლაბორატორიული შედეგი, რომ ეს არის გადატანილი ინფექცია და პაციენტს აქვს დაავადების მილევის ფაზა, რომლის პერიოდში დაავადების გადამდებლობის ფაზა მინიმალურია”,- აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

70 წლის კაცი საქართველოში რუსეთიდან, ლარსის გავლით 12 ივნისს შემოვიდა. ის კარანტინში მოათავსეს, თუმცა ძმის გარდაცვალების გამო 14 ივნისს დროებით გაათავისუფლეს საკარანტინო სივრციდან. 16 ივნისს კი ვირუსის დამახასიათებელი ნიშნებით რუხის კლინიკაში, ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე გადიოდა მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადიოდა.

მსგავსი თემები