სუსმა სასამართლოს მიმართა, რომ ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხონ

“სუსმა სასამართლოს მიმართა, რომ ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხონ”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.

საქმე ეხება ინფორმაციას, რომლის მიხედვითად გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობა იგეგმებოდა ამის შესახებ განცხადება ერთ-ერთმა პირველმა ნიკა გვარამიამ გააკეთა. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის თქმით, მან ინფორმაცია გამოძიებას არ შეატყობინა და გაბუნიას უსაფრთხოების ზომები თავად გაამკაცრა.

15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

მსგავსი თემები