“ახალი სასწავლო წლისთვის ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის ბადეზე, მათ შორის შერეულ ტიპის სწავლებაზე როგორც სკოლაში, ასევე ონლაინ” – ეკატერინე დგებუაძე

“ახლა არ ვიცით, როგორი იქნება ეპიდვითარება სექტემბრისთვის. ვმუშაობთ კომპლექსურად სხვადასხვა სცენარზე და სხვადასხვა ტიპის ბადეზე, მათ შორის შერეულ ტიპის სწავლებაზე როგორც სკოლაში, ასევე ონლაინ”, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი სასწავლო წლის მზადებასთან ერთად არსებობს გამოწვევები. 

„ახლა არ ვიცით, როგორი იქნება ეპიდვითარება სექტემბრისთვის. ვმუშაობთ კომპლექსურად სხვადასხვა სცენარზე და სხვადასხვა ტიპის ბადეზე, მათ შორის შერეულ ტიპის სწავლებაზე როგორც სკოლაში, ასევე ონლაინ. ამ პროცესში ელექტრონული მასალის პლატფორმა El.GE-ის მნიშვნელოვანი როლი აქვს. ერთი იძლევა არაერთი პროექტის განხორციელების შესაძლებლობას და მეორე თიმსის პროგრამასთან ერთად, რომელიც ონლაინ კლასია, გვინდა იყოს პროცესის დამხმარე ელექტონული რესურების სივრცე.

El.GE-ის პლატფორმის მიზანი რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა, როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის. პანდემიის პირობებში, როდესაც ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლა მოგვიწია, ამ პლატფორმის აქტუალობა ცხადია გაიზარდა. სწორედ ეს აღმოჩნდა ის ღირებული სივრცე, სადაც განთავსდა სახელმძღვანელოები. ამაში დაგვეხმარნენ გამომცემლობებიც, რაც ელექტრონულად სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ასევე განთავსდა ვიდეოები, რომელიც ხელს უწყობს პირველ რიგში აბიტურიენტებს ლექციები მოისმინონ.

ეს გვერდი, El.Ge, მოგვცემს შესაძლებლობას მიიღონ ჩვენმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ძალიან მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი. აღსანიშნავია, რომ შექმნილია კომპლექსური დავალებების მთელი პაკეტი, რომელიც და ივნისის ბოლოს დასრულდება. ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში და ახალი ეროვნული გეგმის თანახმად, შეფასებები განსხვავებულად უნდა მიეწოდოთ როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს და ელექტრონული რესურსების პლატფორმა ამ მასალის განთავსდების შესაძლებლობასაც მოგვცემს“, – განაცხადა მინისგრის მოადგილემ.

მსგავსი თემები