“ამირან გამყრელიძისა და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები დაგვეხმარება, როგორ დავიცვათ ამომრჩევლების ჯანმრთელობა ოქტომბრის არჩევნებზე” – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან დიპლომატების შეხვედრაზე, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც ესწრებოდა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების საკითხსა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

„ძალიან ინფორმატიული შეხვედრა იყო იმ ზომებზე და ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა მივიღოთ, რათა ვიყოთ მზად, ჩავატაროთ კარგი არჩევნები „კოვიდ-19“-ის კრიზისის პირობებში. გამყრელიძისა და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები დაგვეხმარება, თუ როგორ უნდა დავიცვათ ამომრჩევლების ჯანმრთელობა, როდესაც ისინი ოქტომბერში არჩევნებზე წავლენ“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც.

მსგავსი თემები