“სამართალდამცავებმა საზოგადოებას უნდა მისცეს აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი, რათა ქვეყნის მტრებმა არც ქვეყნის გარეთ” – გიორგი გახარია

საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, კონკრეტულმა უწყებამ აღკვეთა მძიმე დანაშაული, ეს ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ახლა საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს, ეს მათ პასუხისმგებლობაა და ეს ყველაფერთან ერთად არის დემოკრატიის და ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელი.

„კონკრეტულმა უწყებამ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, უსწრაფეს ვადებში, უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს ეს ყველაფერი. საზოგადოებას უნდა მისცეს აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი, რათა ქვეყნის მტრებმა არც ქვეყნის გარეთ, არც ქვეყნის შიგნით არავის მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები