“დექსამეტაზონის გამოყენება მიზანშეუწონელია, როცა ციტოკინური შტორმი არ არის გამოხატული” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ეხმაურება არსებულ ინფორმაციას, რომ ერთ-ერთ კვლევაში კორონავირუსთან ბრძოლაში დექსამეტაზონმა კარგი ეფექტი აჩვენა.

ცერცვაძის თქმით, ამაში არც გასაკვირი და არც ახალი არაფერია.

„დექსამეტაზონი და სხვა კორტიკოსტეროიდები, პრედნიზოლონი და სხვა, საქართველოში და ყველა ქვეყანაში ფართედ გამოიყენება, ამაში არაფერი ახალი არ არის. უბრალოდ, იმ კონკრეტულმა კვლევამ უჩვენა, რომ მძიმე პაციენტების გარკვეულ პროცენტში იძლეოდა დამაიმედებელ შედეგებს, შეიძლება, ხვალ სხვა კვლევა გამოქვეყნდეს, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ ეს მთლად ასე არ არის, მაგრამ თვითონ კორტიკოსტეროიდები არის ფართედ მოხმარებადი მედიკამენტები და მათ შორის კოვიდის დროსაც გამოიყენებოდა ფართოდ, ოღონდ ამ კორტიკოსტეროიდებს აქვს თავისი ჩვენებები, ისევე როგორც სხვა ყველა დანარჩენ მედიკამენტს“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები